თერჯოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ეთერ თურქაძეს 75 წელი შეუსრულდა

April 13, 2021 Uncategorized  No comments

ქალაქის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, ქალბატონ ეთერ თურქაძეს, დაბადების დღე მიულოცა და განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
,,ქალბატონ ეთერს დიდი დამსახურება აქვს მომავალი თაობის სამაგალითოდ და საამაყოდ აღზრდის საქმეში. ის მაგალითია იმისა თუ, როგორი თავდადებული უნდა იყოს პედაგოგი. დაე, ცხოვრებაში უამრავი შესაძლებლობა გქონოდეთ თქვენი იდეების რეალიზებისთვის. თერჯოლის მერიის სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ , საგანმანათლებლო სივრცეში ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობისთვის და მრავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის .“- განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
1966 წლიდან აქტიურად ჩაერთო საგანმანათლებლო საქმიანობაში, ჯერ უფროს პიონერთა ხელმძღვანელად, შემდეგ კი-პედაგოგად.
1977 წლიდან 42 წელი იმუშავა თერჯოლის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგად, მას შემდეგ 2 წელია, რაც ,, მზეკაბანშია” და უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩვეული ენერგიით ემსახურება საყვარელ საქმეს.
დღევანდელ შეხვედრას კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 2007”-ის ხარისხის მენეჯერმა, აზა მემანიშვილმა, გაუწია ორგანიზება, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალბატონი ეთერი დღესაც, ისევე, როგორც წლების წინ, დიდი შემართებით და მოტივაციით აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას .

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

46 − 36 =