” ზღაპრების სამყაროში”

March 5, 2022 Uncategorized  No comments

პროექტი ” ზღაპრების სამყაროში” მეოთხეკლასელ ” მზეკაბანელებთან”.
მხატვრული ტექსტის ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარების განვითარება ლიტერატურის მასწავლებლის უმთავრესი გამოწვევაა. ამაზე პედაგოგი სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა ზრუნავდეს. ამიტომ მეოთხე კლასში განხორციელებული პროექტის – ” ზღაპრების სამყაროში” – მიზანი იყო მოსწავლეთათვის მხატვრული ტექსტის სტილის წერის სწავლება.
პატარა მეზღაპრეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ პროექტს, რომლის პრეზენტაცია გაიმართა დღეს სკოლის საკონფერენციო დარბაზში.
მოსწავლეებმა იციან, რომ მხატვრულ ტექსტს აქვს შესავალი, იკვრება კვანძი, ხდება მოქმედების განვითარება, რომელიც აღწევს კულმინაციას, იხსნება კვანძი( სადაც ნათელი ეფინება ინტრიგას, რომელიც კვანძის შეკვრისას ჩაიდო) , და ბოლოს თხზულების ფინალია.
პატარების გამოგონებული ამბები ( ზღაპრები)განსაკუთრებული იყო სიუჟეტითაც, ლექსიკური მარაგითაც, შინაგანი ენერგიითა და ენობრივი საშუალებებით.
პატარებს თავიანთი ზღაპრების ვიზუალურ მხარეზეც უზრუნიათ, ზოგს წიგნის ფორმა მიუცია ნაშრომისათვის და ილუსტრაციებით გაულამაზებია, ზოგიერთმა ზღაპარი დიდ პლაკატზე წარმოადგინა, საკუთარი ნახატებითა თუ ფოტომასალით გაამდიდრა.
პროექტში ჩართული იყვნენ მშობლებიც, რაც ამ კლასისათვის არაა უცხო.
პატარებმა საკმაოდ ფართო აუდიტორიის წინაშე შესანიშნავად გაართვეს თავი პრეზენტაციას. მხოლოდ ნიკოლოზ ხოშტარია ჩაერთო დისტანციურად, რომელიც რამდენიმე დღეა იზოლაციაშია.
მოსწავლეებს ამ დღის სამახსოვროდ სკოლის დირექციისაგან გადაეცათ სერტიფიკატები.

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

11 − = 8