Category Uncategorized

ეროვნული სასწალვო ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება

November 24, 2018 Uncategorized  No comments

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც მოპოვებული გამარჯვებებისთვის სხვადასხვა პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
I, II, III ადგილებზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან შესაბამისად – 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით.

ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილე სკოლებიდან 36 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა 29 სკოლა.
საბედნიეროდ გამარჯვებულთა შორის არიან :
XIIკლასელი დაიანა სახეჩიძე-ბიოლოგიის სექცია-ადგილი-დაჯილდოვდა დიპლომითა და 700ლარიანი ვაუჩერით.
ირაკლი ჩაფიჩაძე-გეოგრაფიის სექცია-ოქროს მედალოსანი,100% გრანტის მფლობელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი-დაჯილდოვდა სიგელითა და 50ლარიანი ვაუჩერით.

ოლიმპიადის ბიოლოგიის სეციაში მიღებული წარმატებისათვის სკოლა დაჯილდოვდა მადლობის სიგელით. ეს სკოლის მე-5წარმატებული მონაწილეობაა ეროვნულსასწავლო ოლიმპიადაში.
ვულოცავთ ,,მზეკაბანს” ამ აღიარებას.ვულოცავთ დაიანასა და ირაკლის ამ წარმატებას.ვულოცავთ პედაგოგებს ნორა ჩუბინიძესა და ნინო დოლაკიძეს.

 

მეტი

ისტორიის წრის მეცადინეობა

October 15, 2018 Uncategorized  No comments

ისტორიის წრის მეცადინეობის ამსახველი ფოტო-მასალა…

 

მეტი

“ისტორიის წრის” სამუშაო პროგრამა

October 4, 2018 Uncategorized  No comments

                                                                      საწრეო მუშაობის პროგრამა

 

თარიღი

 

თემა აქტივობები რესურსები
1  

 

4.10

.

1. როგორ და რისთვის იზომება დრო .
2. ქრონოლოგიური ერთეულების გამოყენება

 

  სხვადასხვა დროის ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება;  მოსწავლეებისთვის კარნახის მეშვეობით ქრონოლოგიური სავარჯიშოების ჩაწერა და რომაული და არაბული დათარიღების ჯვარედინი გამოკითხვა;  ქრონოლოგიური ღერძის აგება და მოსწავლისთვის ნაცნობი ისტორი ული ფაქტების დატანა;  ძველი და ახალი წელთაღრიცხვების ათვლა/გააზრება;.  მარტივი წერილობითი სავარჯიშოები ძველსა და ახალ თარიღებს შო რის მანძილის გამოთვლით, ისტორიულ და გეოლოგიურ დროს შორის კავშირისა და განს ხვავების დადგენა.

წიგნი

რვეული

კალამი

ფანქარი

დაფა

ცარცი

 

 

 

2  

11.10

3.როგორ გამოვიყენით რუკა პრეზენტაცია და ვიკტორინა როგორ შეიქმნა რუკა.ჰორიზონტის მხარეების დადგენა ,რუკის ლეგენდის კითხვა,კონტურული რუკის შევსება წიგნი

რვეული

კალამი

ფანქარი

ისტორიული ატლასი,კონტურული რუკა,ლეპტოპი

 

3 18.10 4.სად მდებარეობს და ვის ემეზობლება საქართველო  კითხვა/ პასუხი, მინი ლექცია, რუკაზე მუშაობა,

 

 

წიგნი

რვეული

კალამი

ფანქარი

დაფა

ცარცი

რუკა

 

4 25.10 5.უძველესი სახელმწიფოები საქართველოს ტერიტორიაზე. საკვანძო ტერმინებზე მუშაობითა და შესაბამისი კითხვებით მოსწავლის მიყვანა ისტორიული ეპოქის მისეულ შეფასებამდე, ინფორმაციის კლასიფიცირება. ქრონოლოგიურ სკალაზე მუშაობა. წიგნი

რვეული

კალამი

ფანქარი

დაფა

ცარცი

 

5 1.11 6.ქართლი საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობის განსაზღვრა რუკის მეშვეობით,ქართლის ბუნებრივი მახასიათებლების შესწავლა,მინი ლექცია,წყაროს ანალიზი სურათის აღწერა,ტექსტზე მუშაობა,კითხვა პასუხი წიგნი

რვეული

კალამი

ფანქარი

დაფა

ცარცი

რუკა

6 8.11 7.კახეთი გონებრივი იერიში,რუკის მეშვეობით მდებარეობის და მოსაზღვრე კუთხეების სახელმწიფოების დადგენა,მეურნეობის დარგების გაცნობა, ტექსტის ანალიზი,ისტორიული ფაქტების გაცნობა წყაროს ანალიზი,აზრობრივი რუკის შევსება,კულტურული ძეგლების გაცნობა წიგნი

რვეული

კალამი

ფანქარი

ლეპტოპი

პროექტორი

დაფა

ცარცი

7 15.11 8.სამეგრელო რუკაზე მუშაობა,მინი ლექცია კოლხეთის სამეფოზე,დისკუსია თემაზე:,,ქვეყნისათვის სიმდიდრე დალოცვაა თუ წყევლა“

 

 

წიგნი

რვეული

კალამი

ფანქარი

დაფა

ცარცი

რუკა

8 22.11 9.ქართლის სამეფო და მეფე ფარნავაზი   საკვანძო ტერმინებზე მუშაობითა და შესაბამისი კითხ ვებით მოსწავლის მიყვანა ისტორიული პირის მისეულ შეფასებამდე, ინფორმაციის კლასიფიცირება;   როლური თამაშის მეშვეობით წარსულის ეპოქის გაცოცხ- ლება; ქრონოლოგიურ სკალაზე მუშაობა. წიგნი

რვეული

კალამი

ფანქარი

დისკი

ლეპტოპი

დაფა

ცარცი

 

9 29.11 10. ქართლის სამეფოს გაქრისტიანება . (სიმულაციური) მოგზაურობა ან – მოცემუ- ლი ისტორიული მარშრუტის გავლა რუკაზე დაყრდნობით;   რუკიდან და ტექსტიდან მოპოვებული ინ- ფორმაციის ურთიერთდაკავშირება; ვენის დიაგრამის მეშვეობით შედარებითი ანალიზის გაკეთება. ისტორიული პიროვნებების ქცევის მაგალითზე ღირებულებათა სისტემის გააზრება წიგნი

რვეული

კალამი

ფანქარი

დაფა

ცარცი

რუკა

10

 

 

 

 

 

 

 

11

6.12

 

 

 

 

 

 

 

 

13.12

 11.დავით კურაპალატი

 

 

 

 

12. ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ მე-3

  საკვანძო ტერმინებზე მუშაობითა და შესაბამისი კითხ ვებით მოსწავლის მიყვანა ისტორიული პირის მისეულ შეფასებამდე, ინფორმაციის კლასიფიცირება;  როლური თამაშის მეშვეობით წარსულის ეპოქის გაცოცხ- ლება; ქრონოლოგიურ სკალაზე მუშაობა.

 

ფასეულობათა გააზრება ისტორიული რეტროსპექტი- ვის საშუალებით;წყაროს განხილვა ღირებულებათა ჩამოსაყალიბებლად;  წყაროს განხილვა ღირებულებათა ჩამოსაყალიბებლად და მისი მონაცემების თანამედროვეობასთან დაკავში- რება; ერთი ფორმით მოცემული ინფორმაციის გრაფიკულად ასახვა რუკაზე;

წიგნი

რვეული

კალამი

ფანქარი

ლეპტოპი.

პროექტორი

დაფა,ცარცი

 

წიგნი

რვეული

კალამი

ფანქარი

ლეპტოპი.

პროექტორი

დაფა

ცარცი.

რუკა

 

 

 

 

12 20.12 13 . დავით აღმაშენებელი  

ვიდეო ფილმის ჩვენება, კითხვა პასუხი,რუკაზე მუშაობა ტექსტის გააზრება ჯგუფებში,წარდგენა,ისტორიული პიროვნებების ქცევის მაგალითზე ღირებულებათა სისტემის გააზრება

წიგნი

რვეული

კალამი

ფანქარი

დაფა

ცარცი

ლეპტოპი

პროექტორი

მეტი

განცხადება

October 4, 2018 Uncategorized  No comments

ისტორიის წრე “” იწვევს შპს “მზეკაბანი 2007” – ის V -VI კლასის მოსწავლეებს. წრე იფუნქციონირებს  4ოქტომბრიდან  20დეკემბრის ჩათვლით. წრის წევრებთან შეხვედრა შედგება ყოველ ხუთშაბათს, გაკვეთილების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში. საწრეო მუშაობის მიზნებია: ჩამოუყალიბდეს მოსწავლეს საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლისათვის საჭირო ძირითადი უნარ-ჩვევები: წყაროებზე ,რუკებზე,ილუსტრაციებზე,ცხრილებსა და დიაგრამებზე მუშაობა.გაუღვივოს მოსწავლეს ცნობისმოყვარეობა საკუთარი ქვეყნის წარსულისა და აწყმოსადმი.
საწრეო მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შეძლებენ, როგორც სახელმძღვანელოების, ასევე კლასგარეშე ლიტერატურის დახმარებით გაიღრმავონ ცოდნა საქართველოს ისტორიის შესახებ.მუშაობის პერიოდში ასევე გამოვიყენებთ ვიდეო ფილმებს, რომელიც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას მისი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე.მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, შეძლებენ წაკითხულის გაგებას, გააზრებას, ანალიზსს, სინთეზს. განუვითარდებათ ინფორმაციის დახარისხების, კომუნიკაციის,  საკუთარი აზრის გამოთქმის და   კრიტიკული აზროვნების უნარი-ჩვევები . წრის მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან დასახული მიზნების მისაღწევად მოსწავლეები შეასრულებენ სხვადასხვა აქტივობებს. და გაიღრმავებენ ცოდნას. დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ტელ.: 555-30-75-55

წრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდიძე

მეტი

წარმატებული მზეკაბანელი

July 6, 2018 Uncategorized  No comments

წარმატებული მზეკაბანელის გიორგი დოლაკიძის მოლოცვა გერმანიიდან, სადაც გიორგი გაცვლითი პროგრამით იმყოფება…გიორგიმ სკოლა ოქროს მედლით დაასრულა.100% გრანტით ჩაირიცხა სამართლის ფაკულტეტზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში 4გზის სტიპედიანტი.ბაკალავიატის წითელ დიპლომზე დასრულების შემდეგ ურთულესი კონკურენციის პირობებში მოიპოვა 100% დაფინანსება სამაგისტრო პროგრამაზე გერმანიაში.
იყო უზომოდ წარმატებული მოსწავლე ,ერვნული სასწავლო ოლიმპიადის სამგზის გამარჯვებული ისტორიასა და გეოგრაფიაში,ინტელექტკლუბის წამყვანი მოთამაშე,სწორედ მისი საუკეთესო თამაშით გახდა ,, მზეკაბანის” გუნდი რაიონის 6გზის ჩემპიონი ინტელექტუალურ თამაშში ,,უხილავი ხილული” რესპუბლიკის ,,”ინტელექტის დღის” კონკურსის ,,რა? სად? როდის?” ვიცეჩემპიონი და იმერეთის რეგიონის 2გზის ჩემპიონი.გიორგი ასევე გახლავთ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი დებატებში,სასწავლო კონფერენციების მრავალგზის გამარჯვებული წარმატებული მომავალი გიორგის.,,მზეკაბანი”ამაყობს შენით

მეტი

June 22, 2018 Uncategorized  No comments

საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ,,მხიარული სტარტები”.ერთმანეთს გუნდი ,,მავერიქსი ” და ,,მგელკაცა” დაუპირისპირდა. ასპარეზობა ძალზე მხიარული და აზარტული გამოდგა.გამარჯვებული გახდა გუნდი ,,მავერიქსი”.თუმცა უნდა აღინიშნოს ,,მგელკაცას საუკეთესო თამაში.მადლობა ორგანიზატორებს დიმა არეშიძესა და რენადა აბჟანდაძეს.მადლობა თანადგომისათვის: ვახტანგ ცხადაძეს,მაია გოგბერაშვილს,სალომე ისაკაძესა ,ჟანა ბუცხრიკიძესა და ნანა სვანიძეს.

მეტი

ტურნირი მინიფეხბურთში

June 22, 2018 Uncategorized  No comments

საიუბილეო კვირეულის ფარგლებში გაიმართა შაკო კირკიტაძის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში,რომელშიც V-VI,VII,VIII,IX,X,XI და XII კლასების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა…..ტურნირმა ძალზე საინტერესოდ ჩაიარა. მაყურებლის სიმპატიის პრიზი V-VIკლასების ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა,საუკეთესო ფეხბურთელად XIკლასელი ანრი სახელაშვილი დასახელდა, საუკეთესო მეკარის ტიტული დამსახურებულად XIIკლასელ ჯუბა მურადაშვილს ერგოტურნირის გამარჯვებული XIIკლასელთა ნაკრები გუნდი გახდა, რომელიც ჯუბა მურადაშვილის,ბაქარ დიაკონიძის,საბა შუღლაძის,ბექა არაბიძის,გიორგი ობოლაძის,ლაშა კვატაიას და ტარიელ ფანჩულიძის შემადგენლობით ასპარეზობდა. მადლობა ორგანიზატორებს :დიმა არეშიძეს, რენადა აბჟანდაძესა და ვახტანგ ცხადაძეს

მეტი

,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა”

June 22, 2018 Uncategorized  No comments

საიუბილეო თარიღს მიეძღვნა პატარების მიერ საუკეთესოდ შესრულებული ინგლისურენოვანი სპექტაკლი ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა”..მადლობა მათ….სპექტაკლის რეჟისორი,მუსიკალური გამფორმებელი ,სული და გული ნანა სვანიძე, რეკვიზიტები საკუთარი ხელით რენადა აბჟანდაძემ დაამზადა. სპექტაკლის ორგანიზებაში დიდია სალომე ისაკაძის და გულთამზე კუბლაშვილის როლი.წარმატებები…

მეტი

საიუბილეო კვირეული

June 22, 2018 Uncategorized  No comments

,,მზეკაბანი” 10წლისაა…

ამ საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სწავლების პირველ საფეხურზე მშობლების მონაწილეობით საინტერესო და სახალისო აქტივობები ჩატარდა..

მადლობა კლასის დამრიგებლებს,მშობლებს,მოსწავლეებს..

მეტი

„რა? სად? როდის? „

June 15, 2018 Uncategorized  No comments

2018 წლის 2 ივნისს თერჯოლის მუციპალიტეტმა ტურნირს „ინტელექტის დღე – 2018“ უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატია ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? „
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ტურნირში მონაწილეობა მიიღო 17 გუნდმა.
ქალაქ თერჯოლის ინტელექტი 2018 გახდა – ქალაქ თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანი 2007“
მე-2 და მე-3 ადგილები ერთნაირი ქულათა მაჩვენებლით გაიყვეს: სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის საჯარო სკოლის, სსიპ სოფელ ზედა სიმონეთის დ.კლდიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის და სსიპ ქალაქ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის გუნდებმა.

პროექტში აქტიურად იყო ჩართული ტყიბულისა და თერჯოლის №50 გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი ელგუჯა გოცირიძე და მისი ბიურო. I-II-III ადგილზე გასულ სკოლის გუნდებს დეპუტატის სახელით სპეციალური პრიზი და სხვადასხვა შემეცნებითი და სამეცნიერო ლიტერატურა გადაეცათ.
დიდ მადლობას ვუხდით ბიბლუსს; გამომცემლობა რემედასს; არასამთავრობო ორგანიზაცია რადარამი/გამომცელობა სისესტას, ნოდარ დუმბაძის ფონდს და მის დავმჯდომარეს ქ-ნ ქეთევან დუმბაძეს.

• Biblusi • ბიბლუსი / გამომცემლობა რემედასრადარამი Radarami/გამომცემლობა სიესტა /#ნოდარ#დუმბაძის#ფონდი

მადლობას მოვახსენებთ ორგანიზატორებს, მხარდამჭერ კომპანიებს, მონაწილეებს და მათ გულშემატკივრებს. გამარჯვებულ გუნდებს კი ვუსურვებთ წარმატებებს.

 

მეტი