-
July 27, 2024 Uncategorized
-
თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კლუბის კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 2007” – ის ჯგუფი. ყველაზე ყოჩაღები წლის შემაჯამებელ ტესტირებას ხალისით და დიდი პასუხისმგებლობით შეეჭიდნენ, წარმატებები გისურვეთ ბავშვებო
-
” ვეფხისტყაოსნის” დრო ,,მზეკაბანში”
July 2, 2024 Uncategorized
-
დღეს მეათეკლასელებმა ( პედაგოგი და კლასის ხელმძღვანელი მ. წერეთელი) საოცარი წარმოდგენა შემოგვთავაზეს, რომლითაც დაიხურა ლიტერატურული კვირეული სკოლაში.არაა ადვილი , რუსთაველის გენიალური პოემა გადაიტანო სცენაზე, მაგრამ თუ ამ საქმეს მანანა წერეთელი მოჰკიდებს ხელს, მერე შეუძლებელი არაფერია ეს იყო სიყვარულის, სიბრძნის, სილამაზის, ვაჟკაცობის, მეგობრობის, ნიჭიერების ნამდვილი ზეიმი.ნინი ლილუაშვილის მიერ მხატვრულად წაკითხულმა პროლოგმა გვაგრძნობინა, რომ წინ საოცარი სამყაროს კარი იღებოდა და უკვე ჩვენც მისი ნაწილი ვიყავითმომხიბვლელი თეკლა არაბიძე მართლაც ” თინათინობდა”… საოცარი ხმის ტემბრითა და შესრულებით მან სწრაფად დაიპყრო მაყურებლის გულითინათინს შესანიშნავი პარტნიორობა გაუწიეს ნიკა სარდანაძემ ( ავთანდილი) და ბესო ფანჩულიძემ ( როსტევანი)ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ ლიზი ტოფაძესა ( ნესტან – დარეჯანი) და ნიკოლოზ სოფრომაძეს ( ტარიელი). ხუმრობა როდია მსოფლიოში ნომერ პირველი ლიტერატურულ ნაწარმოების მთავარი გმირების როლის შესრულება?! მათი დებიუტი ნამდვილად შედგართული მისია ჰქონდა დაკისრებული თეკლა ჭანტურიძეს, რომელმაც “ვეფხისტყაოსანში ” გაფანტულ აფორიზმებს თავი მოუყარა და სრული სტროფებით წარმოგვიდგინა ” სიბრძნის ეს საოცარი სიმფონია”.ნამდვილი რაინდი გახლდათ დღეს მულღანზანზარელი ფრიდონი – ბექა თარგალაძე, რომელმაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.ასმათის როლი შესანიშნავად მოირგო ლიზი ბუიძემ – მისი ხმა და გარეგნობა ზედგამოჭრილი გახლდათ ამ პერსონაჟის წარმოსაჩენადდარბაზში მსხდომნი დამეთანხმებიან, რომ ფატმანმა ( ნინი ჯანელიძე) მართლა “მოგვაჯადოვა. ” ასეთი გარდასახვა, რაც ჩვენ დღეს სპექტაკლზე ვიხილეთ, მხოლოდ დიდ მსახიობებს შეუძლიათ მორცხვი, ნაზი , სიფრიფანა გოგონას ნაცვლად ჩვენ წინაშე წარსდგა საოცრად არტისტული, გაბედული, მაცდური, “რაღაცნაირად დახვეწილი” და არა ვაჭარის ცოლი – ფატმანი ჩვენ გვახსოვს ორი წლის წინ ლიზი ნეფარიძის მიერ შესრულებული ეს როლი – განსხვავებული, მაგრამ ორივე დიდებული! ბრავო გოგონებო!ეს დღე შედგა, რომელსაც მღელვარებით ელოდა კლასის ათივე მოსწავლე და პედაგოგიც მადლობა თქვენ ამ დიდი სიამოვნებისათვის, ჩემო ძვირფასებო! მომავალ შეხვედრამდე, ქალბატონო მანანა!მადლობა მშობლებო, რომ ყოველთვის აქტიურად ხართ ჩართული ” მზეკაბანის” სასკოლო ცხოვრებაში და მხარს გვიჭერთ! თქვენი გაბრწყინებული თვალების ხილვა ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს რომ შევეჭიდოთ!
-
მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის” “ოქროს ტურის” გამარჯვებულთა დაჯილდოვება
July 2, 2024 Uncategorized
-
21 ივნისს გაიმართა მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის” “ოქროს ტურის” გამარჯვებულთა დაჯილდოვება. ვერცხლის სიგელი და საჩუქრები დაიმსახურეს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა – სანდრო მაკარიძემ და მარიამ ქარქაშაძემ. პედაგოგი ინგა გაბრიჭიძე, ხოლო ბრიჯაოს სიგელსა და “ევერესტის” საჩუქრებს დასჯერდნენ მეორეკლასელები – საბა ცხადაძე და ანდრია ჭანტურიძე.პედაგოგი – ლია ნიკოლაძე მადლობა მათ დაუღალავი შრომისთვის!
-
STEM გამოფენა
July 2, 2024 Uncategorized
-
STEM გამოფენისთვის შქმნილი პროექტი ,,დაცვის სისტემა”
მეტი -
ვაჟა- -ფშაველას პოეზია
July 2, 2024 Uncategorized
-
” მზეკაბანის” ” შვიდკაცა” და ვაჟა- -ფშაველას პოეზიადღეს მეთერთმეტეკლასელმა მოსწავლეებმა – ნიკა გურულმა, ირაკლი დიაკონიძემ, ბეჟან ზანდარაშვილმა, ივა კვახაჯელიძემ, გიორგი საყვარელიძემ, ომარ ქათამაძემ და ვლად ჭანტურიძემ – ( პედაგოგი მანანა წერეთელი ) მთის არწივის ლიტერტურულ მემკვიდრეობაში შეგვაბიჯებინეს. მათი ბაგეებითა და ენით ჯოყოლა, ზვიადაური, ლუხუმი, ალუდა და ყველა ” კაი ყმა ” გვესაუბრებოდა. ძნელია, ბოლომდე ჩასწვდე და გაითავისო იის, მთის წყაროს, მაღალი მთების, კლდის, ქუჩისა თუ ხმელი წიფლის სატკივარი, მაგრამ ჩვენი ბიჭები ხომ ეცადნენ?!ეს მართლა ” კაი ყმების” კლასია, დღეს ისინი ყველაზე უფროსი ” მზეკაბანელი ” მოსწავლეები და ხვალინდელი საქართველოს მეპატრონენი არიან.
-
პოეზიის საღამო
July 2, 2024 Uncategorized
-
ტრადიციული პოეზიის საღამო სასწავლო წლის ბოლოს მეცხრეკლასელი “მზეკაბანელებისაგან” – პედაგოგი მანანა წერეთელი, სიყვარული ნამდვილად ” ატრიალებს” დედამიწას.
-
” დედამიწა ჩვენი სახლია”
July 2, 2024 Uncategorized
-
15 ივნისი…. ულამაზესი დღე მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის. პროექტის ” დედამიწა ჩვენი სახლია” – დასკვნითი საღამო ღვანკითის საჯარო სკოლასთან ერთად ჩინეთში “ვამოგზაურეთ” ჩვენი სტუმრები. უხვად იყო სინათლე, სილამაზე, სიყვარული და ღიმილი მადლობა რესურსცენტრს ამ მრავლისტევადი და საინტერესო პროექტისთვის! მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისათვის.
მეტი -
” ჩემი საყვარელი ცხოველი”
July 2, 2024 Uncategorized
-
მეხუთეკლასელი “მზეკაბანელებისთვის” პრეზენტაცია ერთ- ერთი საყვარელი სასწავლო აქტივობაა. ” ჩემი საყვარელი ცხოველი” – ასეთი გახლდათ თემა, რომელიც მათ 12 ივნისს ინგლისურის გაკვეთილზე წარმოადგინეს ( პედაგოგი სალომე ისაკაძე)აღსანიშნავია, რომ ასეთი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ზეპირი მეტყველებისა და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას.
-
კომპლექსური დავალება ბიოლოგიაში
July 2, 2024 Uncategorized
-
მეშვიდეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” წარადგინეს კომპლექსური დავალება ბიოლოგიაში თემაზე – ” ხერხემლიანი ცხოველები” (პედაგოგი მანანა აბრამიშვილი).დავალებაზე მუშაობდნენ ჯგუფურად, თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაცია გააკეთა სხვადასხვა თემაზე : 1. კლასი თევზები. 2 კლასი ამფიბიები.3. კლასი ქვეწარმავლები. 4. კლასი ფრინველები.მოსწავლეემა საკმაოდ დიდი მასალა მოაგროვეს, დაამზადეს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები. პრეზენტაციის დროს წარმოაჩინეს ხერხემლიანი ცხოველების სტრუქტურა – ფუნქცია , სასიცოცხლო თვისებები, მათი შეგუება სხვადასხვა საარსებო გარემოსთან, ყურადღება გაამახვილეს მათ დაცვასა მნიშვნელობაზე.მოსწავლეების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ფრინველების სუნქვის თავისებურებამ, ასევე თევზებისა და ქვეწარმავლების სისხლის მიმოქცევამ.
-
პროგრამა Erasmus + და მზეკაბანელი მონაწილეები
July 2, 2024 Uncategorized
-
საბა კვახაჯელიძე და ნიკა გურული სულ ახლახან დაბრუნდნენ ერევნიდან. 11. 05 – 18.05. 2024 წ. პროგრამა Erasmus + YE Digital Media Literacy Lab ფარგლებში გერმანელ, იტალიელ და სომეხ თანატოლებთან ერთად საქართველოს 8 კაციანი დელეგაციის წევრები იყვნენ. ეს იყო პროექტებით, კულტურული ღონისძიებებით, ექსკურსიებითა და ძალზე საინტერესო აქტივობებით დატვირთული ერთი კვირა. ჩვენი ბიჭები თავიდანვე ყველაფერში აქტიურად იყვნენ ჩართულები. როგორც ამბობენ, ძალიან გამოადგათ სკოლაში მიღებული უნარ- -ჩვევები პრეზენტაციებისა და კულტურული ღონისძიებების დროს ყველა აქტივობა, ბუნებრივია, ინგლისურ ენაზე იყო დაგეგმილი, მაგრამ არც ამ კუთხით შექმნიათ რაიმე დაბრკოლება. ცოდნაც დააგროვეს, საუკეთესო გამოცდილება მიიღეს და მომავლის გეგმები. დასახეს მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ და ამაზე თავის დროზე მოგახსენებთ წარმატებები ბიჭებო, სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ! სწორედ, თქვენმა თაობამ უნდა იცხოვროს და მართოს ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, დემოკრატიული – ” ევროპული საქართველო”