პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი

April 12, 2024 Uncategorized  No comments

პროფესიული განათლება არის სახელობო განათლება, რომელიც ადამიანს ვაჭრობის, ხელოსნობისა თუ ტექნიკური ტიპის, ასევე სხვადასხვა სფეროში დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად ამზადებს.
პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მიღება შესაძლებელია საშუალო, საშუალოს შემდგომ და უმაღლეს სასწავლებლებში. იგი ამზადებს განათლებულ და მოქნილ მუშახელს, რომელსაც უმაღლეს განათლებასთან შედარებით, უფრო კარგად შეუძლია შრომითი ბაზრის არსებულ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებთან გამკლავება. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ შრომით ბაზარზე უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, რაც ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.
სტუდენტებისა და მშობლებისთვის უმაღლესი განათლება უფრო მიმზიდველი არჩევანია, ვიდრე პროფესიული, რადგან საზოგადოების ერთ ნაწილს პროფესიული კოლეჯები წარუმატებელი მოსწავლეების თავშესაფრად წარმოუდგენია, რაც ბავშვების თვალსაწიერში პროფესიული განათლების მნიშვნელობას აკნინებს. პროფსასწავლებლები პრაგმატული ადამიანებისთვის არსებობს, რომელთაც სურთ სწავლა მოკლე დროში დაასრულონ და დასაქმდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიული განათლება უმაღლეს განათლებას უნდა დაუპირისპირდეს. პროფესიულ განათლებას თავისი ადგილი აქვს და არ არის გამორიცხული, რომ უმაღლეს განათლებაში ადამიანი პროფესიული განათლების გავლით მივიდეს, ჯერ პრაქტიკულ პროფესიას დაეუფლოს და შემდგომ, სურვილის მიხედვით, აკადემიური მიმართულებით, უმაღლესში ჩააბაროს ან პირიქით, ჯერ უმაღლესი განათლება მიიღოს და შემდეგ დაეუფლოს ახალ პროფესიას.
სწორედ ამ მიზნით ,რომ მოსწავლეებს ეს ყველაფერი თავის თვალით ენახათ და დარწმუნებულიყვნენ პროფესიული განათლების საჭიროებაში, კერძო სკოლა „მზეკაბანი-2007“-ის მეცხრეკლასელები ( დამრიგებელი თეა სამხარაძე) ესტუმრნენ ქ.ზესტაფონში არსებულ სამშენებლო კოლეჯს „ კონსტეუქტორი-2“.
მოსწავლეებს შესანიშნავი მასპინძლობა გაუწია კოლეჯის ადმინისტრაციამ . მათ წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია პროფორიენტაციის კუთხით, დეტალურად მოგვაწოდეს ინფორმაცია არსებული ფაკულტეტებისა და სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ. მოსწავლეებს გაესაუბრნენ მოქმედი სტუდენტები , გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მიაწოდეს რჩევები .
მეცხრეკლასელებმა დაათვალიერეს კოლეჯის ბიბლიოთეკა, მოსასვენებელი და მიმდინარე პრაქტიკული სამუშაოების ოთახები. მათ ასევე დაათვალიერეს სტუდენტების ნამუშევრები და აუდიტორიები.
ჩვენი მოსწავლეები კმაყოფილი დაბრუნდნენ შინ და მომდევნო გაკვეთილზე აუცილებლად გაუზიარებენ ერთმანეთს დღევანდელ შთაბეჭდილებებს.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა რუსულ ენაში ნასწავლი თემის საფუძველზე „ ყველა პროფესია საჭირო და მნიშვნელოვანია“.პედაგოგი დარეჯან ჭანტურიძე.
IX კლასის დამრიგებელი თეა სამხარაძე
+8
ყველა რეაქცია:

21Aza Memanishvili, Maia Gogberashvili და 19 სხვა პიროვნება

მეტი

მათემატიკური თამაში „ჯენგა“

April 12, 2024 Uncategorized  No comments

მათემატიკური თამაში „ჯენგა“ მეექვსეკლასელ „მზეკაბანელებთან“ ( პედაგოგი ინგა გაბრიჭიძე)
” მზეკაბანის” პედაგოგები კარგა ხანია თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან. სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება ერთობლივი სასწავლო ტრენინგები, მასწავლებელთა კონფერენციები, რომელთა მიზანი პედაგოგთა განვითარება და პრაქტიკის ურთიერთგაზიარება გახლავთ . თამაში “ჯენგა” საკუთარი პრაქტიკიდან კონფერენცია “ნინე 2024- ზე” წარმოადგინა ზედა საზანოს საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანმა პედაგოგმა ქალბატონმა მადონა ჭანტურიძემ და იგი წარმატებულად განახორციელეს დღეს “მზეკაბანში”.
მათემატიკური თამაშით „ჯენგა“ მოსწავლეები სწავლობენ მოთმინებისა და წარმოსახვის განვითარების ღირებულ უნარებს, იგი ამავე დროს მოითხოვს ხელისა და თვალის კოორდინაციას.
თამაშს დროს კლასი დაყოფილი იყო ოთხ ჯგუფად. კოშკურიდან გამოღებულ მართკუთხა პარალელეპიპედის ნომრის შესაბამისი ბარათი ეძლეოდა ჯგუფს. სწორად გაცემულ პასუხზე ეწერებოდათ იმდენი ქულა, რაც იყო ბარათის ნომერი, არასწორი პასუხის შემთხვევაში აკლდებოდათ იგივე ქულა. დაგროვებული ქულების ჯამის მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი. თამაში მიმდინარეობდა ინტერესითა და ხალისით.
თამაშ-კონკურსს აფასებდა ჟიური: ქალბატონი თეა სამხარაძე მეათეკლასელ მოსწავლეებთან ერთად. დიდი მადლობა მათ გვერდით დგომისათვის.
და ბოლოს, მადლობა ქალბატონ ინგას ასეთი საინტერესო,სახალისო და შემეცნებითი აქტივობისათვის.
+13
ყველა რეაქცია:

59თქვენ, Nino Sirbiladze, Tamta Zvio და 56 სხვა პიროვნება

მეტი

STEM საგნების ოლიმპიადა

January 22, 2024 Uncategorized  No comments

დღეს, 19 იანვარს, კომაროვის სკოლის ორგანიზებით, სეუ – ში ტარდება STEM საგნების ოლიმპიადის პირველი ტური რომელშიც ჩართულია 179 სკოლის გუნდი, მათ შორის ” მზეკაბანი 2007- ისა” და ღვანკითის საჯარო სკოლის გუნდები .წარმატებები მათ.
გუნდი ” მზეკაბანი” :
1. ლიკა გურული ( მე-9 კლ. მათემატიკა)
2. ივა კვახაჯელიძე ( მე-9 კლ. მათემატიკა)
3. ბექა შუღლაძე. (მე-9 კლ. მათემატიკა)
4 გიორგი საყვარელიძე .( მე 11 კლ. ფიზიკა)
5. ვლად ჭანტურიძე ( მე- 11 კლ. ფიზიკა)
6. საბა კვახაჯელიძე ( მე11 კლ. ინფორმატიკა)
პედაგოგები : დავით არაბიძე და დავით ჩუბინიძე.
ჯგუფის მენტორი – თეა დოლაკიძე.
წარმატებები მათ!❤️🥰 წარმატებას ვუსურვებთ ღვანკითის საჯარო სკოლის გუნდს ( პედაგოგი ეთერ ტურავა)
ტრანსპორტირებისა და ყველანაირი მხარდაჭერისათვის მადლობა საუკეთესო მერს – მანუჩარ რობაქიძეს.
მეტი

Მედიაწიგნიერების კვირეული

January 22, 2024 Uncategorized  No comments

Მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში კერძო სკოლა”მზეკაბანი -2007″ აქტიურად იყო ჩართული.
20 წელზე მეტია, გაეროს გადაწყვეტილებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება. საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.
დღეს ჩვენი ამოცანაა გავამყაროთ ეს ტრადიცია და ამ საფუძველზე დავაშენოთ მომავალი, სადაც ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში.
ამ მიზნით, სკოლაში მოეწყო სხვადასხვა აქტივობა მე-5 , მე – 6 და მე-7 კლასების მოსწავლეთა თანამონაწილეობით..
გარდა იმისა,რომ აღნიშნული კლასები აქტიურად იყვნენ ჩართული არაფორმალურ აქტივობებში, მათ მიიღეს მრავალმხრივი ცოდნა თემასთან დაკავშირებით.
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულში „ მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“ მონაწილეობისათვის ჩვენს სკოლას გადაეცა სერტიფიკატი ,ხოლო V/ VI / VII კლასების მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელებს ( ელენე კუტივაძე და დარეჯან ჭანტურიძე) სიმბოლური საჩუქარი .
მადლობა მოსწავლეებსა და პედაგოგებს კვირეულში აქტიური ჩართულობისათვის.
მეტი

გილოცავთ!

January 22, 2024 Uncategorized  No comments

ვულოცავთ ბიოლოგიის დამწყებ პედაგოგს – მანანა აბრამიშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებასწარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!  ‘”მზეკაბანის” რიგებს მისი სახით კიდევ ერთი ღირსეული ახალგაზრდა პედაგოგი შეემატა.
მეტი

შემოდგომაც გავაცილეთ

November 30, 2023 Uncategorized  No comments

გიორგობისთვის ბოლო დღეს შემოდგომა ლამაზად და “გემრიელად” გააცილეს პატარა ” მზეკაბანელებმა”. ( კლასის ხელმძღვანელები თამთა თოხაძე და მარიამ აბესაძე). ფერადოვნება და ლამაზი მუსიკა ნამდვილად ქმნიდა საზეიმო განწყობას, მადლობა გულთამზე, თამთა და მარიამ მასწავლებლბსა და მოსწავლეთა მშობლებს ყველა სასკოლო აქტივობაში აქტიური ჩართულობისათვის!
მეტი

ღია გაკვეთილი მათემატიკაში

November 24, 2023 Uncategorized  No comments

ძალიან საინტერესო, აქტივობებით დატვირთული, “ცოცხალი” გაკვეთილი მეხუთეკლასელ ” მზეკაბანელებთან” მათემატიკაში( პედაგოგი – ეთერ ტურავა)
კიდევ დიდხანს უნდა იყოთ ჯანმრთელად და ჩვეული ენერგიით ემსახუროთ , ქალბატონო ეთერ, თქვენს საყვარელ საქმეს! მთავარანგელოზობასა და შვილიშვილის დაბადების დღეს ერთად გილოცავთ! პ.ს. ის 45 წუთი გაკვეთილზე ისე გავიდა, არც მიგრძვნია.მათემატიკა ჩემი ფავორიტი საგანი იყო და იქნება ყოველთვის!
მეტი

პროექტი – ” ….ყველა ჩემი სამშობლოა”

November 24, 2023 Uncategorized  No comments

პრეზენტაციის უნარის განვითარებას სწავლების ადრეულ საფეხურზევე დიდი ყურადღება ექცევა ” მზეკაბანში” მეოთხეკლასელებს ( კლასის ხელმძღვანელი და ხელოვნების პედაგოგი ანი სახელაშვილი) დღეს ჰქონდათ პროექტის – ” ….ყველა ჩემი სამშობლოა” პრეზენტაცია. პატარებმა ამჯერად საქართველოს მხოლოდ სამი კუთხე – იმერეთი, სამეგრელო და ქვემო ქართლი წარმოადგინეს. მოსწავლეებს ბევრი უშრომიათ, რომ პროექტი საინტერესო , მრავალფეროვანი და რესურსებით მდიდარი გამოსულიყო.  შემოდგომის მიწურული გახლავთ, ამიტომ თითოეულმა გამომსვლელმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში როგორ ემზადებიან ზამთრისათვის.
კლასის ყველა მოსწავლე გამოირჩეოდა აქტიურობით, უნდოდათ ,საყვარელი კლასის ხელმძღვანელისათვის ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ყოფილიყო…გამოუვიდათ კიდეც!
მეტი

“სტუმრად ზოოპარკში”

November 19, 2023 Uncategorized  No comments

ასე ერქვა დავალებას,რომელიც “მზეკაბანელმა მეექვსეკლასელებმა” წარმოადგინეს. მათ პრეზენტაციისას გარდა ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებისა, გამოავლინეს შემოქმედებითი უნარი.
საგანი: რუსული ენა
მასწავლებელი დარეჯან ჭანტურიძე
მეტი

ტოლერანტობის დღე

November 19, 2023 Uncategorized  No comments

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა, რომელსაც “მზეკაბანელი” მეხუთეკლასელებიც შეუერთდნენ. მოსწავლეები გაეცნენ დამრიგებლის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას და მიიღეს ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. ასევე , მათ ნახეს ფილმი “კლასის წინ”,რომელიც მოგვითხრობს ტურეტის სინდრომით დაავადებული ბიჭის ისტორიას. ბავშვებმა იმსჯელეს ფილმის შესახებ, მოიყვანეს პირადი მაგალითები, დახატეს და გააფერადეს ტოლერანტობის ამსახველი ნახატები. ისინი თვლიან, რომ ტოლერანტები არიან და იმედია, ცხოვრებაში ამ სიტყვას საქმედ გადააქცევენ.
დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე.
მეტი