ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

November 19, 2023 Uncategorized  No comments

20 წელზე მეტია გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.
საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.
დღეს ჩვენი ამოცანაა გავამყაროთ ეს ტრადიცია და ამ საფუძველზე დავაშენოთ მომავალი, სადაც ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში.
Ამ მიზნით სკოლაში მოეწყო სხვადასხვა აქტივობა მე – 6 და მე-7 კლასებში ჩატარდა ჯგუფური მუშაობა :Მოსწავლეებმა სხვადასხვა ტოლერანტულ თემატიკაზე შექმნეს პოსტერები, ბუკლეტები, ჩანახატები, ლოგოები. Აქტივობა დასრულდა არაჩვეულებრივი პრეზენტაციით.
Მე-8 კლასში მოეწყო ფილმის ჩვენება “ექვთიმე ღვთისკაცი”.
Მე-9 კლასში გაიმართა დისკუსია “ვარ თუ არა ტოლერანტი?”.
Მე – 10 კლასი ფილმის ჩვენება “ნუ მოკლავ ჯაფარას”
ვფიქრობ, ამ დღის მისია შესრულებულია, Მოსწავლეებმა გაიგეს,გაიხსენეს ტოლერანტობის მნიშვნელობა და შეეცდებიან ყოველთვის იყვნენ ტოლერანტები
მეტი

პროექტი „ ნარინჯისფერი აჭარა“

November 12, 2023 Uncategorized  No comments

2023 წლის 12 ნოემბერს მზეკაბანელი მეხუთე კლასელების მიერ ( დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე) განხორციელდა პროექტი „ ნარინჯისფერი აჭარა“,რომელიც ითვალისწინებდა აჭარისა და იმერეთის რეგიონების შემოდგომის განსხვავებულობის გათავისებას, ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერებას .
მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ისტორიული ექსპონატს, ქართული დამწერლობის სახეებს და აჭარის უძველეს ტრადიციებს , მოისმინეს საინტერესო ამბები , წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები აჭარულ და იმერულ ფერებში, ადგილზე წაიკითხეს მოთხრობა „ აკვანი“ ,
ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღეს სამომავლო დავალებებიც ,დახატონ მარკების და ფულის მონეტების სასურველი ფორმები.
პროექტმა სასიამოვნოდ ჩაიარა. პატარა მზეკაბანელებმა გაისეირნეს მუსიკალურ პარკში და გვიანი შემოდგომის ზღვის ტალღების ღელვაც იხილეს.
დიდი მადლობა მეხუთე კლასის მშობლებს პროექტის ფარგლებში გამოჩენილი მხარდაჭერისათვის და მუზეუმის დირექტორს ბატონ რეზო ტაკიძეს არაჩვეულებრივი მასპინძლობისათვის.
მეტი

სამეწარმეო კლუბი

November 12, 2023 Uncategorized  No comments

1 ოქტომბრიდან სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო სამეწარმეო კლუბმა, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი მაია გოგბერაშვილი.მან უცებ შემოიკრიბა ხელსაქმით დაინტერესებული გოგონები,რომლებიც კვირაში ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს და ეუფლებიან ყაისნაყით ქსოვას, სახლის დეკორაციისათვის ხელნაკეთი ყვავილებისა და გობელენის ნიმუშების შექმნის ხელოვნებას.
კლუბს ძალიან დიდი და ფართო გეგმები აქვს. პროგრამის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშაოს მეწარმეობის პრაქტიკული უნარ- ჩვევები,გააცნოს მათ ბიზნესისა და ეკონომიკის საფუძვლები მოქმედებაში,დაანახოს თავისუფალი მეწარმეობის ღირსებები და აქციოს ისინი თავისუფალ მოქალაქეებად დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის საქართველოში.
ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ გოგონებს მათ არაჩვეულებრივ მაია მასწავლებელთან ერთად. კლუბის წევრები დაგვპირდნენ, რომ პირველ გამოფენას საახალწლოდ შემოგვთავაზებენ.
მეტი

,,ტვინების ბრძოლა” მზეკაბანში

November 12, 2023 Uncategorized  No comments

” ტვინების ბრძოლაც ” დასრულდა, რომელშიც შესაბამისი ასაკის ძალიან ბევრი ” მზეკაბანელი” იყო ჩართული. გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე ორი გუნდი : მეშვიდეკლასელებისა “ტვინიონები” და მეთორმეტეკლასელების – “505”

მეტი

” სასკოლო ტურნირის პრიზიორთა საზეიმო დაჯილდოება “მზეკაბანში”

November 2, 2023 Uncategorized  No comments

შეჯიბრში პირველი- მეთორმეტე კლასების 43 მოსწავლე მონაწილეობდა.
U3 ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გაბრიელ ბლიაძემ (IIIკლ); მეორე ადგილზე გავიდა გაბრიელ კახიანი ( IIIკლ) ; ხოლო მესამეზე – ამავე კლასის მოსწავლე – ზურა გეწაძე.👏👏👏👏👏👏
U 6 ასაკობრივ კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ლაშა ჭუმბურიძემ ( VIკლ). მეორე და მესამე საპრიზო ადგილები წილად ხვდათ მის თანაკლასელ გოგონებს – ბარბარე შალამბერიძესა ( II ადგილი) და ლიკა გამეზარდაშვილს ( III ადგილი)👏👏👏👏👏👏
U 12 ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონი გახდა მეთორმეტეკლასელი ამიკო მაკარიძე, რომელმაც დაუმარცხებლად იასპარეზა და ყველაზე მაღალი ქულა მოაგროვა, მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა მას მეშვიდეკლასელი ჯუბა არაბიძე, ხოლო მესამე ადილზე მეცხრეკლასელი ბექა შუღლაძე გავიდა.
პრიზიორ მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები, ხოლო ჩემპიონებს – დიპლომებთან ერთად მედლები.👏👏👏👏👏👏👏👏
ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის მადლობა ჭადრაკის წრის ხელმძღვანელს ქალბატონ მერი ჩაფიჩაძეს, ” ტვინების ჭადრაკის” კოორდინატორს – ლია ნიკოლაძეს, სკოლის თვითმმართველობასა და თავად მონაწილეებს!👏🎉🎊პ.ს. განსაკუთრებით გახარებულები არიან მესამე და მეექვსე კლასების მოსწავლეები, რადგან შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში სამივე საპრიზო ადგილი მათმა თანაკლასელებმა მოიპოვეს!
მეტი

არა ბულინგს!

November 2, 2023 Uncategorized  No comments

ამ თემაზე ჩატარდა პრეზენტაცია მეხუთე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. ( პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე)
დიდი ხნის განმავლობაში ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ძირითადად ძალადობის უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებით შემოიფარგლებოდა. დღეს, მეცნიერული კვლევების სარწმუნო მონაცემებზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღკვეთა შესაძლებელია მანამ, სანამ ის მოხდება.მეხუთეკლასელმა “მზეკაბანელებმა”შეისწავლეს არჩილ სულაკაურის მოთხრობა “ბიჭი და ძაღლი”,სადაც მძაფრად იგრძნობა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგები ბავშვები შეეცადნენ ინფორმაცია გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის ბულინგის სხვა სახეობებზე(კიბერბულინგი და არავერბალური ბულინგი)მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვალსაჩინო პრეზენტაციები “არა ბულინგს!”, “როგორ დავაღწიოთ თავი ძალადობას”
ამ კლასში ნამდვილად არ იგრძნობა ბულინგის საფრთხე. საოცრად კეთილგანწყობილნი არიან ერთმანეთის მიმართ ( კლასის ხელმძღვანელი – დარინა ჭანტურიძე)
მეტი

მედიაწიგნიერების კვირეული

November 2, 2023 Uncategorized  No comments

Მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, სკოლა”მზეკაბანი -2007″ აქტიურად იყო ჩართული.
Კვირეული საინტერესო აქტივობებით წარიმართა!
1.თვითმმართველობის მიერ დაიგეგმა კვლევა, რომელიც ითვილისწინებდა, რამდენად იცოდნენ Მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების რაობის შესახებ. Კვლევის ანალიზის მიხედვით დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა(ხელმძღვანელი ელენე კუტივაძე) კლასებში(VII,VIII,IX,X,XI)
2.ცნობიერების ამაღლების კუთხით მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა კლასებში.
3.გაიმართა ანიმაციებისა და ფილმების ჩვენება-ფასილიტაცია.
4.მოეწყო დისკუსია “აუცილებელია თუ არა მედიაწიგნიერების უნარების განვითარება”
Დღეს მედიაწიგნიერების უნარების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის საუკუნეში ვცხოვრობთ!
მეტი

„მედიაწიგნიერების დღე სკოლებში”

October 26, 2023 Uncategorized  No comments

“მზეკაბანი 2007-ის” კვირეული „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში”
დღე I
მიმდინარე კვირეულის ფარგლებში V კლასში ჩატარდა პირველი აქტივობა ე.წ.კვლევა ,რომლის მიხედვითაც დადგინდა ,თუ რამდენად იყო კლასი ინფორმირებული მედიაწიგნირების შესახებ. ამისათვის გამოყენებულ იქნა შესაბამისი ტესტი , მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში და დააფიქსირეს სწორი პასუხების შესაძლო ვარიანტები. ტესტის დარიგების წინ ისინი გაეცვნენ მედიაწიგნიერების მიზანსა და საჭიროებას , ნახეს ანიმაციური ვიდეო და უპასუხეს შეკითხვებს. აღნიშნულმა აქტივობამ გამოავლინა,რომ მოსწავლეები საჭიროებდნენ დახმარებას მედიაწიგნიერების არსის უკეთ გასაცნობად.
დღე II
V კლასში განხორციელდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეების დახმარებას, მათ შეკითხვებზე პასუხების გაცემას, ტესტის შედეგების განხილვას და შესაბამისი რესურსების მეშვეობით დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას. თვდაპირველად განიხილეს ტესტის სწორი პასუხები, მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი დამოკიდებულება ზოგადად სოციალური მედიის ირგვლივ,მოიყვანეს პირადი მაგალითები და აქტიურად ჩაერთვნენ მოკლე დისკუსიაში. მომდევნო ეტაპზე მათ დაურიგდათ სპეციალური ბარათები ,რომლებზეც მოცემული იყო მედიაწიგნიერების შესახებ სხვადასხვა განმარტებები ,წესები და რეგულაციები. მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს ბარათებზე დატანილი ინფორმაცია და განავრცეს მათი შინაარსი. ასევე ისაუბრეს ჰაკერების არსებობისა და დეზინფორმაციის შესახებ ,რითაც გარკვეული წარმოდგენა შეიქმნეს მედიაწიგნიერების თაობაზე, იმსჯელეს მის საჭიროებაზე და ნახეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო „მედიაწიგნიერების რაობა“,რომლის დახმარებითაც გაუმჯობესდა მოსწავლეთა წარმოდგენა მედიაწიგნიერების შესახებ.
დღე III
აქტივობა ,, გაშეშებული კადრი“
კიდევ ერთი აქტივობა განხორციელდა მეხუთე კლასში. კლასმა ნახა საბავშვო ფილმი „ უხილავი ნიშანი“,რომელიც ეხებოდა სკოლას,მასწავლებლისა და მოსწავლის,შვილისა და მშობლის ურთიერთობებს.
მათ ფილმიდან აირჩიეს პერსონაჟი, განასახიერეს და გაახმოვანეს ზოგიერთი კადრი, ეპიზოდი. დანარჩენებმა აღნიშნეს , რამდენად სწორად შეძლო თანაკლასელმა მედიაგზავნილის აუდიტორიამდე მიტანა. ამ აქტივობით მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ყველა ადამიანი ინფორმაციას – მოსმენილს, გაგონილსა თუ ნანახს თავისებურად აღიქვამს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია პირველწყაროს მოძიება/გაცნობა. აღნიშნული აქტივობა ასევე ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.მოსწავლეებმა შეამოწმეს საკუთარი მეხსიერებისა და აღქმის უნარი. მათ ძალიან მოეწონათ მსგავსი ფორმატი, თავისებურად იმსჯელეს ფილმის ირგვლივ და მეტი რამ შეიტყვეს მედიაწიგნიერების შესახებ.
დღე IV
შექმენი პოსტერი „ მედიაწიგნიერება“
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა წინა აქტივობებიდან გარკვეული წარმოდგენა შეიქმნეს მედიაწიგნიერების შესახებ,რის საფუძველზეც შეეცადნენ თავად დაეხატათ და წარმოეჩინათ თუ რა გაიგეს აღნიშნული საკითხის შესახებ. მათ შესანიშნავად წარმოადგინეს ნამუშევრები და საკუთარი შემოქმედებითი უნარები. პოსტერების პრეზენტაციას ესწრებოდა შპს კერძო სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი აზა მემანიშვილი
დღე V
• აქტივობა ,,შექმენი რეკლამა“
მოსწავლეებმა თავდაპირველად იმსჯელეს და მასწავლებელთან ერთად განმარტეს რეკლამის სახეები და ფორმები. შეარჩიეს კონკრეტული თემა და გაინაწილეს ჯგუფები. მხოლოდ ამის შემდეგ გადაიღეს სარეკლამო ვიდეორგოლი , გამოიყენეს დარწმუნების სხვადასხვა მეთოდი ,რათა გაეყიდათ სასურველი ნივთი ან მოეზიდათ თანატოლები რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში.
რეკლამის მიმზიდველად წარმოჩენისათვის მათ გაითვალისწინეს დამხმარე შეკითხვები:
რა არის შენი რეკლამა?
სად გინდა, რომ გავრცელდეს?
რატომ დასჭირდებათ შენი რეკლამა?
რით არის განსხვავებული და უკეთესი შენი რეკლამა ?
ვინ უნდა დაინტერესდეს შენი რეკლამით?
ეს აქტივობა განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მათთვის. უნდა ითქვას ,რომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და რაც მთავარია ,მათ გაიუმჯობესეს კრიტიკული ,შემოქმედებითი და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.
მეტი

თემის შეჯამება მათემატკაში

October 26, 2023 Uncategorized  No comments

“მათემატიკა რომ საგანთა დედოფალია,” ჩემი აღმოჩენა არ გახლავთ.ამიტომაც სამართლიანად ითვლება იგი “მზეკაბანში” ერთ – ერთ პრიორიტეტულ დისციპლინად.
კუთხეები ( თემის შეჯამება) ასეთი გახლდათ მეშვიდე კლასში მათემატიკის გაკვეთილის თემა ( პედაგოგი – ეთერ ტურავა).
მიზანი – მოსწავლეთა მიერ აღნიშნულ თემაში შემავალი მასალის ათვისების სიმტკიცის შემოწმება.
სწავლების სტრატეგია: “კეთებით სწავლება”.
გაკვეთილი წარიმართა მოსწავლეთა სრული ჩართულობითა და აქტიურობით. პედაგოგის მიერ გამოყენებული ყველა აქტივობა მიმართული გახლდათ გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის ცხოვრებაში პრაქტიკული გამოყენებისაკენ.
შეგირდებს ძალიან მოეწონათ ” კეთებით სწავლება” და ძალიან კარგი რესურსები შექმნეს პირადი პორტფოლიოსათვის, თან ცოდნაც გაიმყარეს.
მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკის ანალიზმა აჩვენა, რომ მასწავლებელმა მიზანს მიაღწია…
ეთერ მასწავლებელს თერჯოლის საზოგადოებასთან წარდგენა არ სჭირდება. სულ ახლახან მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული პედაგოგის წოდება. მთელი ” მზეკაბანის ” სახელით ვულოცავთ მას ამ დიდ აღიარებას და მომავალშიც ვუსურვებთ აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას!
მადლობა , ქალბატონო ეთერ, ” მზეკაბანის” გვერდით დგომისთვის! მადლობა იმისთვის, რომ ფინანსური დაინტერესების გარეშე შემოუერთდით ჩვენს მტკიცედ შეკრულ გუნდს და მალევე მოიპოვეთ ყველას სიყვარული და პატივისცემა!სანამ თქვენი მსგავსი ადამიანები იარსებებენ განათლების სისტემაში
მეტი

ანბანის შემობრძანება

October 26, 2023 Uncategorized  No comments

ანბანის შემობრძანება ძალიან ლამაზად, საინტერესოდ, მხიარულად, მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს “მზეკაბანელმა” პირველკლასელებმა. ( პედაგოგი თამთა თოხაძე). მასწავლებელმა პატარებს ნამდვილი ზეიმი და ცოდნის დღესასწაული მოუწყო რამდენი რამ შეუსწავლიათ ამ ერთ თვეში?! კეთილი იყოს თქვენი პირველი ნაბიჯები “დედა ენის ” ჯადოსნურ სამყაროში!
თამთა მასწავლებლის აღზრდილებმა, მეხუთეკლასელებმა – ანასტასია აბულაძემ და თომა ლილუაშვილმა სიურპრიზი გაუკეთეს უმცროს მეგობრებს და გაკვეთილი ნამდვილად გაულამაზეს . ფიფქიამ ( ა. აბულაძე) საზღაპრეთიდან საჩუქარი – იაკობის ” დედა ენა” უსახსოვრა პირველკლასელებს, შემდეგ მათ სტუმრად თავად ძია იაკობი ( თ. ლილუაშვილი ) ესტუმრათ და თითქმის ყველა აქტივობაში მათთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
მასწავლებლობა რომ გმირობაა, ამაში მხოლოდ ამ ერთი გაკვეთილის ნახვაც. დაგარწმუნებდათ. მადლობა , თამთა მასწავლებელო! იმედი გვაქვს, რომ თქვენი აღსაზრდელები ღირსეულ მამულიშვილებად შეემატებიან საქართველოს! , მადლობა გულთამზე კუბლაშვილს არაჩვეულებრივი თემატური სიმღერებისთვის!
მეტი