“ჩვენ და წამლები”

June 5, 2021 Uncategorized  No comments

ეს ფრიად პრაქტიკული და გამოსაყენებელი თემა დიდი ინტერესით დაამუშავეს კერძო სკოლა ” მზეკაბანის” მეორეკლასელებმა ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილზე ( პედაგოგი ლია ნიკოლაძე).
პატარებს გაკვეთილზე სტუმრად ეწვივნენ ” ფარმადეპოს” ფარმაცევტები – ქალბატონი ნინო ჭურაძე და ნინო მხეიძე.
ეს აქტივობა არასოდეს დაავიწყდებათ არც ” პაციენტებს” და არც პატარა ” ფამაცევტ” ანასტასია აბულაძეს, რომელმაც პირველადი გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინა რამდენიმე თანატოლს.
მეტი

ბოლო ზარი 2021

June 5, 2021 Uncategorized  No comments

მეტი

ეროვნული სამოსის დღე ,,მზეკაბანში”

June 5, 2021 Uncategorized  No comments

მეტი

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი

April 13, 2021 Uncategorized  No comments

საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს მიუძღვნეს მესამეკლასელმა მზეკაბანელებმა ( კლასის ხელმძღვანელი ლია ნიკოლაძე) პროექტი, რომლის პრეზენტაცია გაიმართა დღეს.
მასში ჩართულები იყვნენ მეოთხეკლასელებიც.
პედაგოგი ყველანაირად ეცადა, რომ პატარების ასაკის მიუხედავად, მათ გულებამდე ახლოს მისულიყო ის დიდი ტკივილი და ამავდროულად, სიამაყე, რასაც ქართველებისათვის ” 9 აპრილი” ჰქვია…
სათანადო მუსიკალურმა ფონმა, სლაიდშოუმ და დეკორაციამ სანახაობრივი გახადა პრეზენტაცია. მშობლების ჩართულობა სხვადასხვა პროექტში უცხო არ გახლავთ მზეკაბანელთათვის . მადლობა ქალბატონ ხათუნა ნიქიბიშვილს, რომელმაც მთელი საქართველოს შვილმკვდარი დედების ტკივილი ლექსად მოგვიტანა აუდიტორიაში მყოფთ.
ბოლოს პატარებმა ქალაქის ცენტრში ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.
მეტი

თერჯოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ეთერ თურქაძეს 75 წელი შეუსრულდა

April 13, 2021 Uncategorized  No comments

ქალაქის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, ქალბატონ ეთერ თურქაძეს, დაბადების დღე მიულოცა და განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
,,ქალბატონ ეთერს დიდი დამსახურება აქვს მომავალი თაობის სამაგალითოდ და საამაყოდ აღზრდის საქმეში. ის მაგალითია იმისა თუ, როგორი თავდადებული უნდა იყოს პედაგოგი. დაე, ცხოვრებაში უამრავი შესაძლებლობა გქონოდეთ თქვენი იდეების რეალიზებისთვის. თერჯოლის მერიის სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ , საგანმანათლებლო სივრცეში ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობისთვის და მრავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის .“- განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
1966 წლიდან აქტიურად ჩაერთო საგანმანათლებლო საქმიანობაში, ჯერ უფროს პიონერთა ხელმძღვანელად, შემდეგ კი-პედაგოგად.
1977 წლიდან 42 წელი იმუშავა თერჯოლის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგად, მას შემდეგ 2 წელია, რაც ,, მზეკაბანშია” და უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩვეული ენერგიით ემსახურება საყვარელ საქმეს.
დღევანდელ შეხვედრას კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 2007”-ის ხარისხის მენეჯერმა, აზა მემანიშვილმა, გაუწია ორგანიზება, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალბატონი ეთერი დღესაც, ისევე, როგორც წლების წინ, დიდი შემართებით და მოტივაციით აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას .
მეტი

თბილისი – ჩვენი სიამაყე

April 13, 2021 Uncategorized  No comments

ამ თემაზე ჰქონდათ პრეზენტაცია მეექვსეკლასელ მზეკაბანელებს. ( ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ინგა ჯალიაშვილი).
მოსწავლეებმა დედაქალაქი მისი ცალკეული უბნის მიხედვით წარმოადგინეს და აუდიტორიის წინაშე საკმაოდ ყოჩაღად ეჭირათ თავი! თურმე რამდენი რამ ყოფილა დაფარული ისტორიის ფოლიანტებში თბილისის – ” მზისა და ვარდების მხარის ” შესახებ…
ყოველი ახალი პრეზენტაციის შემდეგ რწმუნდები, როგორ ” იზრდება ” თითოეული მათგანი.
თუკი ეპიდსიტუაცია შეგვიწყობს ხელს, სკოლის ადმინისტრაცია მათ სთავაზობს ( ” საჩუქრად” ) ექსკურსიას დედაქალაქში, იმ ადგილების მოსანახულებლად, რომელთა შესახებაც ჰქონდათ პრეზენტაცია.
მეტი

მასტერშეფის კონკურსი ” მზეკაბანში”

April 13, 2021 Uncategorized  No comments

ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმებისა და შიგადაშიგ თოვლის შემდეგ მზემ თავისი ბრწყინვალებით გამოანათა და მეხუთეკლასელ მზეკაბანელებსა და მათ მშობლებს საზეიმო განწყობა ნამდვილად შეუქმნა….ამ დღისთვის პატარები ( კლასის ხელმძღვანელი ინგა ჯალიაშვილი) საგულდაგულოდ მოემზადნენ….
წელიწადში ყველა დღე დედისააო, ასე ბრძანეს კონკურსის მონაწილეებმა, მაგრამ მარტის თვე მართლაც თავიდან ბოლომდე ქალბატონებს ეკუთვნისო…ამიტომ დღევანდელი კონკურსიც დედიკოებს მიუძღვნეს.
მხოლოდ ორი მათგანის დედამ ობიექტური მიზეზის გამო ვერ შესძლო მონაწილეობის მიღება, მაგრამ მამებმა შესანიშნავად გაართვეს თავი საკონკურსო პირობებს და დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი მზარეულები არიან.
კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური . ქალბატონებმა – ხათუნა კლდიაშვილმა, დარინა ჭანტურიძემ და რენადა აბჟანდაძემ – მართლაც შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მისიას….ქალბატონმა ხათუნამ საბოლოო გადაწყვეტილება საკუთარი ლექსით გააჟღერა – როგორც მოსალიდნელი იყო, გაიმარჯვა მეგობრობამ. კონკურსის მონაწილე მშობლებსა და მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები….
საღამო ამით არ დასრულებულა: უამრავი ლამაზი აქტივობით მშობლებმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთურთს რამდენიმე სასიამოვნო საათი აჩუქეს! დიდი მადლობა საღამოს ინიციატორსა და სულის ჩამდგმელს ქალბატონ ინგა ჯალიაშვილს, მოსწავლეთა მშობლებს მხარდაჭერისა და კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის.
მეტი

” რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო”

March 24, 2021 Uncategorized  No comments

ეს კარგად აქვთ გააზრებული მოსწავლეთა დიდ ნაწილს” მზეკაბანში”, ამიტომ ინგლისურთან ერთად გულმოდგინედ ეუფლებიან პუშკინის, ლერმონტოვის, ტოლსტოისა და დოსტოევსკის მშობლიურ ენას.
საგანს სიყვარულით სწავლობ, როცა ჭეშმარიტი მოძღვარი გყავს. ქალბატონი დარინა ჭანტურიძე ნამდვილად ასეთი პედაგოგია, მაღალპროფესიონალი. ზუსტად იცის, როგორ მივიდეს მოსწავლეთა გულებამდე, მერე რა რომ ეს საგანი ” ჩასაბარებლად არ სჭირდებათ” შეგირდებს. გაკვეთილზე იყენებს უამრავ აქტივობას, რის გამოც მეცადინეობა შემეცნებითიცაა და სახალისოც.
წაკითხულის გააზრების შემდეგ, IX კლასის მოსწავლეებმა შექმნეს
” წიგნი” , სადაც თავმოყრილია მათივე საყვარელი გამონათქვამები ( რუსულ ენაზე გადათარგმნილი).ყდის დიზაინი ეკუთვნის ნინი მაჭარაშვილს.
წარმატებები ქალბატონ დარინას მოსწავლეებთან ერთად!
მეტი

ჩემი საოცნებო გატაცებები

March 24, 2021 Uncategorized  No comments

ამ თემაზე ჩატარდა IX კლასში შემაჯამებელი მეცადინეობა(პრეზენტაცია) ინგლისურ ენაში ( პედაგოგი თამთა გაბეხაძე)
“საოცნებო გატაცება” თითოეულმა მოსწავლემ, ბუნებრივია, სურვილისამებრ შეარჩია და რამდენიმე კვირა დამოუკიდებლად იმუშავა…ბევრი სტუმრის მიუხედავად, პრეზენტატორებს თავი ძალიან ყოჩაღად ეჭირათ…არაა იოლი, უცხო ენაზე აუდიტორიის წინაშე წარსდგე ისე, რომ მსმენელი მოხიბლო… მეცხრეკლასელებმა ( ანა კუბლაშვილი,ბაია მაკარიძე, ლიზი ნეფარიძე,გვანცა ქარქაშაძე,ვახო პატარიძე,მარიამ გეწაძე,მარიამ მაკარიძე,მარიამ პერანიძე,ნინი მაჭარაშვილი,ამიკო მაკარიძე) ეს ნამდვილად შეძლეს.ჯერ ერთი,რომ თემა იყო ძალიან საინტერესო,მასალა მრავალფეროვანი და შესაბამისი სლაიდებით დატვირთული,მაგრამ მთავარი პრეზენტაცია გახლდათ…კლასის ყველა მოსწავლე თავისუფლად,სწორი ფონეტიკითა და მდიდარი ლექსიკით საუბრობს ინგლისურ ენაზე,რაშიც ლომის წილი თამთა მასწავლებლისაა,კიდევ ერთხელ საჯაროდ მადლობა მას!
ტაში და აპლოდისმენტები, ჩვეულებრივ, გაკვეთილისთვის არაა დამახასიათებელი,მაგრამ აუდიტორია ყველა გამომსვლელს “ტაშით აჯილდოებდა…ამაზა დიდი შეფასება, ალბათ, წარმოუდგენელია!
დღეს დილა ამაღლებული განწყობით დაიწყო “მზეკაბანში”…ეს არავის გაჰკვირვებია, თუმც დიდი სიამოვნება მოგვანიჭეს.
უნდა აღინიშნოს,რომ ეს ათეული ყველა საგანს ერთნაირი მონდომებით სწავლობს, კლასში არის ძალიან კარგი გარემო: აქ არსწავლა სირცხვილია, ამიტომ შედეგიც აქვთ შესაბამისი!
წარმატებები მოსწავლეებო!თქვენგან კიდევ ბევრ სასიამოვნო მომენტს ველოდებით სასწავლო წლის ბოლომდე! ინგა მასწავლებელო სამართლიანად შეგიძლიათ იამაყოთ “სუპერკლასის ხელმძღვანელის” სტატუსით!
მეტი

დედაშვილური სიყვარულის წინაშე ყველანაირი ვირუსი ” უძლურია”

March 24, 2021 Uncategorized  No comments

მზეკაბანელი მეოთხეკლასელებიც საგულდაგულოდ ემზადებოდნენ მარტის დღესასწაულების აღსანიშნავად.( კლასის ხელმძღვანელი ნანა სვანიძე) ღონისძიება ძალიან თბილ, უშუალო გარემოში წარიმართა……პატარები გაბრწყინებული და გაფართოებული თვალებით უცქერდნენ სხვადასხვა აქტივობაში ჩართულ საკუთარ დედიკოებს. ზოგიერთმა მათგანმა ემოცია ვერ დამალა და წამიერად ცრემლები აუკიაფდათ თვალებში.
მეოთხე კლასელებს პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა…. ორი კვირა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იმყოფებოდნენ და ბოლო კვირაში დაუბრუნდნენ საკლასო ოთახს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ დედიკოებისათვის ლამაზი დღე ეჩუქებინათ!
მეტი